Thursday, July 12, 2012

1..პროექტის სახელწოდება

2. პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით

3.პროექტის აქტუალობა
4.პროექტის მიზნები
5.მოსწავლეთა ასაკი
6. ვადები/ხანგრძლივობა
7. მოსალოდნელი შედეგები
8. პროექტისათვის საჭირო რესურსები
9. პროექტის მსვლელობა


Friday, March 19, 2010


სასწავლო პროექტი -- ,,ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი”

1) პროექტის დასახელება: “ქართული ხალხური დღეობათა კალენდარი”
2) პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ, დაამუშავებენ და აგზავნიან ინფორმაციას ქართულ ხალხურ დღესასწაულებზე.
Mმოსწავლეები ქმნიან ბლოგებს და ცვლიან მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას.
3) პროექტის სრული აღწერა: მონაწილე ბავშვები იკვლევენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე:
ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდრისათვის დამახასიატებელი მრავალფეროვნება, ცრუმორწმუნეობრივი აღკვეთები, მაგიური რიტუალები, პროცესიები, მასკარადები, ცეცხლის დანთების ჩვეულებები. Aასევე იკვლევენ და სწავლობენ, თუ რომელი დღესასწაულები იმართებოდა ძველად საქსრთველოში, რასთან იყო დაკავშირებული მსხვერპლშეწირვები.
4) მოსწავლეები პასუხობენ შემდეგ შეკითხვებზე: რომელი ქართული დღეობები იყო ცნობილი ძველ საქართველოში? როდის და როგორ აღნიშნავდნენ მათ? რასთან იყო დაკავშირებული დღესასწაულების აღნიშვნა? რა როლს ასრულებდა მსხვერპლშეწირვა დღესასწაულების აღნიშვნისას?
როდის აღინიშნებოდა ძველ საქართველოში ახალი წელი? როდიდან აღნიშნავენ ახალ წელს 1-ელ იანვარს?
5) მონაწილეთა ასაკი/ კლასები: 13-16 წლის. Mმე-7-11-ე კლასები.
6) ვადები/ ხანგრძლივობა: ნებისმიერი 2-3 თვე სასწავლო წლის განმავლობაში.
7) პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციის ნოზიება, ვებ-გვერდების შექმნა, კითხვარების შედგენა, ინტერვიუს აღება, სურეთების გადაღება და განთავსება, ბლოგის გაკეთება.
8) მოსალოდნელი შედეგები- პროდუქტი,რომელიც შეიზლება შეიქმნას: ვებ-ბლოგები, ფოტოგამოფენის მოწყობა,ინფორმაციული ხასიათის ბუკლეტეების შექმნა, კედლის გაზეთისპრეზენტაცია.
9) სარგებელი სხვებისათვის: პროექტის განხორციელების შედეგად: მეტა შეიტყობენ, თუ რომელ Dდღესასწაულებს აღნიშნავდნენ ძველად საქართველოში და რომელი მათგანი შემორჩა დღევანდელობას ( მაგ: გიორგობა, ბარბარობა, ნინოობა, ნათლისღება, ყველიერი, კვირაზხოვლობა, ამაღლება, ჯვარპატიოსნობა, სულთმოფენობა და სხვა
მოსწავლეებს გაუჩნდებათ უფრო მეტი პატივისცემა უცველესი ქართული ქრისტიანული დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებისადმი, რომლებიც დროთა განმავლობაში არ უნდა დავკარგოთ და გადავცეთ მომავალ თაობას, ისევე, როგორც გადმოგვეცა ჩვენ.

10) სამუშაო ენა: ქართული.
11) საგნებთან, /საგნობრივ ჯგეფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენება, გაუმჯობესება სხვადასხვა პროგრამებში მუშაობისას, ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გამოქვეყნება.
საგნებთან კავშირი:
ისტორია: სწავლობენ წარმართული ხანის საქარტველოს ისტორიას, როდესაც ხალხურ დღეობათა ციკლი მზის ბუნიობასთან იყო დაკავშირებული, ბიზანტიის გავლენა საქართველოზე, საიდანაც შემოდის ინდიქტური წელი (ანუ ახალი წლის ღნიშვნა იწყება 1-ლი მარტიდან. XVII საუკუნეში რუსეთის ეკლესიის გავლენა საქართველოში ახალი წლის დაწყებაზე.(როცა 1-ლი იანვრიდან იწყება ახ. წლის აღნიშვნა.)
გეოგრაფია- საქართველოს რომელ კუთხეში როგორ აღინიშნებოდა ხალხური დღეობები.
ხელოვნება: ბუკლეტების გაკეთება, ნახატების შესრულება ინტერნეტის საშუალებით, ხელოვნებისა და ეთნოგრაფიულ მუზეუმებში საჭირო მასალის მოძიება, დამუშავება. Aრ
12) მონაწილეები სხვა სკოლიდან:
13) პროექტის ფასილიტატორი: მანანა ბარნაბიშვილი
14) პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: manana.barnabishvili@gmail.com

Sunday, March 14, 2010

ჩემს შესახებ

მანანა ბარნაბიშვილი. ვმუშაობ 84–ე საჯარო სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად